სტუდენტი ნიკო მანაგაძე, რომელმაც ხვალ ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია დაანონსა, სასტიკად სცემეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს სამი თავდამსხმელი, რომლებიც ანგარიშსწორების შემდეგ გაიქცნენ, ადგილზე კი მტკიცებულებები დატოვეს. მათი იდენტიფიცირება კადრებით თავისუფლად არის შესაძლებელი.
კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდას უკნიდან მიეპარნენ და მიზანმიმართულად თავში სავარუდოდ, ბლაგვ საგნებს ურტყამდნენ. პოლიციამ ჩაგვიარა და არც კი მოგვაქცია ყურადღება – უყვებიან “პირველებს” დანაშაულის ადგილზე. ირკვევა, რომ სასტიკად ნაცემი სტუდენტის დასახმარებლად დროულად არც სასაწრაფო დახმარების სამსახური მივიდა. მანაგაძის გადაყვანა კლინიკაში მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ მოხდა.