“მხოლოდ 2023 წელს “ქართულ ოცნებას” 11 მილიონი ლარი შეწირეს – 2021-2023 წლებში “გულუხვმა” ბიზნესმენებმა ბიუჯეტიდან 22 მილიონის სუბსიდიები მიიღეს” – ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი” წერს.
მხოლოდ 2023 წელს “ქართულ ოცნებას” 11 მილიონი ლარი შეწირეს და წინასაარჩევნოდ ეს თანხა, სავარაუდოდ, უფრო გაიზრდება.
შემომწირველებს შორის ყველაზე გულუხვები ის ბიზნესმენები არიან, რომლებიც წლებია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიებს და სხვადასხვა სარგებელს იღებენ.
2021-2023 წლებში “გულუხვმა” ბიზნესმენებმა ბიუჯეტიდან 22 მილიონის სუბსიდიები მიიღეს.
გთავაზობთ იმ ბიზნესმენების ჩამონათვალს, რომლებსაც ყველაზე მეტად უფასდებათ მმართველი პარტიის ერთგულება.
დავით დუგლაძე: “ქართულ ოცნებას” შესწირა 222 000 ლარი;
სახელმწიფოსგან მიიღო: სს კოტეხი – გურჯაანის ღვინის ქარხანა – სუბსიდია: 4,1 მილიონი ლარი, აგროკრედიტი: 2,3 მილიონი ლარი. შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანია” – სუბსიდია: 2 მილიონი ლარი, აგროკრედიტი: 1,7 მილიონი ლარი.
- ზურაბ ჩხაიძე – “ქართულ ოცნებას” შესწირა 240 000 ლარი;
სახელმწიფოსგან მიიღო: შპს ტრადიციული მეღვინეობა – სუბსიდია: 8,4 მილიონი ლარი, აგროკრედიტი: 2,8 მილიონი ლარი.
- ირაკლი უგლავა – “ქართულ ოცნებას” შესწირა 65 000 ლარი;
სახელმწიფოსგან მიიღო: შპს ასკანელი ძმები – სუბსიდია: 3,8 მილიონი ლარი, აგროკრედიტი: 1,9 მილიონი ლარი.
- ზაზა კიკაბიძე – “ქართულ ოცნებას” შესწირა 67 000 ლარი;
სახელმწიფოსგან მიიღო: შპს ქართული ღვინის სახლი. სუბსიდია: 999 ათასი ლარი, აგროკრედიტი: 710 ათასი ლარი.
- ირაკლი ბექაური – “ქართულ ოცნებას” შესწირა 210 000 ლარი;
სახელმწიფოსგან მიიღო: შპს Bolero and company. სუბსიდია 777 ათასი ლარი, აგროკრედიტი: 932 ათასი ლარი.
- ვაჟა ციგროშვილი – “ქართულ ოცნებას” შესწირა 355 000 ლარი;
სახელმწიფოსგან მიიღო: შპს მარნისკარი. აგროკრედიტი: 484 ათასი ლარი.
- ზურაბ ბუბუტეიშვილი – “ქართულ ოცნებას” შესწირა 350 000 ლარი;
სახელმწიფოსგან მიიღო: სს სარაჯიშვილი. სუბსიდია: 4,6 მილიონი, აგროკრედიტი – 1,9 მილიონი. გამარტივებული შესყიდვები: 214 ათასი ლარი. შპს სარაჯიშვილი ვაინერი ენდ დისთილერი – სახელმწიფო შესყიდვები: 4,6 მილიონი ლარი.
- გიორგი ბუბუტეიშვილი – “ქართულ ოცნებას” შესწირა 230 000 ლარი;
სახელმწიფოსგან მიიღო: შპს რესტორან-მუზეუმი გუჯარი – გამარტივებული შესყიდვა: 4,6 მილიონი ლარი.
- გიორგი ჭყონია – “ქართულ ოცნებას” შესწირა 410 000 ლარი;
სახელმწიფოსგან მიიღო: შპს გზა – ტენდერი – 446 მილიონი ლარი. გამარტივებული შესყიდვა: 9.6 მილიონი ლარი.