ლევან (ჭოლა) წულაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში საქართველოს უახლესი ისტორიის დაწერაში ახალგაზრდების როლზე ისაუბრა.
მისი თქმით, სწორედ ახალმა თაობამ გაუღვიძა იმედი დანარჩენებს და მისცა სტიმული წინა თაობის წარმომადგენლებს.
”ახალგაზრდებმა მისცეს სტიმული ძველგაზრდებს და ყველა თაობას. ახალგაზრდებმა გამოგვაღვიძეს და იმედი გაუღვიძეს დანარჩენებს”. ახალი თაობის გარდა აღმოჩნდა ბევრი ადამიანი, რომელიც აქტიურია, ამის იმედი არ მქონდა, – განაცხადა ჭოლამ.