დაიკეტა თუ არა ფორთოხლის მაღაზია, რომლის მფლობელებმაც ვიქტორ ჯაფარიძეს კანონის მავნებლობა აუხსნეს?

დაიკეტა თუ არა ფორთოხლის მაღაზია, რომლის მფლობელებმა რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს შეახსენეს, რატომ არის მავნებელი რუსული კანონი.

ვიტალი გუგუჩია ამბობს, რომ დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში მისი მაღაზია არ გაიხსნება და განმარტავს მიზეზებს:

”ამ ამბების მერე, მეორე-მესამე დღიდან ვაპირებდით ისევ მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ ასე მოხდა, რომ ჩემი მცირეწლოვანი შვილები მეტ სტრესში არიან და დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში ბავშვებს დავუთმოთ.
მას შემდეგ, რაც მოხდა ჩემი შვილების თვალწინ, დაისტრესნენ, შფოთავენ და გავწყვიტეთ, რომ ეს დღეები მათთვის დაგვეთმო. ჩვენს მაღაზიასთან დაკავშირებით უფრო მეტ უსაფრთხოების ზომებს მივმართავთ და ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშობას – სხვა გზა არ გვაქვს, სხვა შემოსავალი არ გვაქვს… ამიტომ ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მუშაობას…

რაც შეეხება შიშს, ეს ბურნებრივი ამბავია, შიში არის, მაგრამ უფრო მეტად შიში არის იმის, რომ ამ ქვეყანაში ვეღარ გვეცხოვრება, ვერ შევძლებთ ჩვენი შვილების აქ ცხოვრებას. თუ ვიღაცას ჰგონია, რომ პირადი შიშები მაქვს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვამ, რომ არასდროს არაფრის შემშინებია, 23 წლის ვიყავი, როცა 2008 წლის ომი დაიწყო და კაცმა არ იცის, ვინ სად გარბოდა, ჩვენც არ ვიცოდითსად მივდიოდით და ვაეკიდე 15-16 თანამშრომელს და მივდიოდით რუხში თავის დასადებად,“ – ამბობს ვიტალი გუგუჩია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share