“თითოეული დღის მრცხვენია, როცა მე ამათ მხარს ვუჭერდი ან რამით ვამართლებდი, აღმოჩნდა, რომ ბევრი ჩემი და ჩემნაირის ბრალია ის, რაც მივიღეთ დღეს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასე უპირობო მხარდაჭერა,” – ამ განცხადებას “რეაქციაში” ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე აკეთებს.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო და ნანობს ამ გადაწყვეტილებას.
ბიზნესმენი გმობს იმ ძალადობას, რაც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხდება.
“ასეთი ღალატის აქტი, მგონი, არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია საქართველოში, ასე უტიფრად თვალწინ ხდება ქვეყნის გადარუსება, მაგრამ ეს ვერ მოხდება,” – ამბობს ჩიკვაიძე.
”რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმომედგინა. წარმოუდგენელი რამ ხდება დღეს ქვეყანაში. შეუძლებელია ამ ყველაფერს უყურებდე, იაზრებდე და სახლში იჯდე და ან აქციებზე არ იდგე ან ამ ყველაფერს არ დაუპირისპირდე ნებისმიერი ფორმით – ეს არის ან აქციაზე დგომა, განგაშის ზარებია შემოსაკვრელი. მე ამ ქვეყანაში 17 წლიდან ჩემს ცხოვრებას ვქმნი ნოლიდან, მე ამისთვის არ მიბრძოლია, ეს წარმოუდგენელია.
თითოეული დღის მრცხვენია, როცა მე ამათ მხარს ვუჭერდი ან რამით ვამართლებდი, ამოჩნდა, რომ ბევრი ჩემი და ჩემნაირის ბრალია ის, რაც მივიღეთ დღეს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასე უპირობო მხარდაჭერა…
რაც ამ სამ თვეში ქვეყანაში დატრიალდა, ამისთვის მზად არ ვიყავი,. აბსოლუტურად გადაგდებული მაქვს თავი იმისთვის, რომ ეს ქვეყანის დაღუპვა შევაჩერო. წარმოგიდგენიათ, რომ ნიღბიანი თავდამსხმელები, რომლებიც ადამიანებს სცემენ, რომლებიც მხარდაჭერილი არიან სახელმწიფოს მიერ და ერთი მათგანი იდენტიფიცირებული, დასჯილი არ არის,“ – ამბობს ჩიკვაიძე.