”მსოფლიო უკრაინაში ომის მოლოდინშია, ჩვენი საწყალი ქვეყანა კი “ოცნების” მიერ ოპოზიციაზე კომპრომატების გამოყრის. ჩვენს გარშემო ყველა უკრაინაზე ლაპარაკობს, ჩვენი ხელისუფლება კი ოპოზიციაზე. მსოფლიო პუტინის განეიტრალებაზე ლაპარაკობს, ჩვენი ხელისუფლება კი – ოპოზიციის. ცივილიზებული სამყარო პუტინის მორიგი სამხედრო აგრესიის მოლოდინშია, ვოლოდიმერ ზელენსკი ბავშვების თანდასწრებით ჩამოყრილ ჭურვებზე ესაუბრება დასავლეთს, ჩვენი ხელისუფლება კი იმაზე გველაპარაკება როგორ გაიმარჯვებენ თურმე რუსთავის შუალედურ არჩევნებში. ეს რეალობა მეტყველებს ყველაზე ზუსტად იმაზე, რა დღეში ვართ” – განაცხადა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ.