ახლა აქ რუსეთი არ არის. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი რომ იყოს დაინტერესებული მშვიდობით, ომი არ იქნებოდა – ამ სიტყვებით მიმართა გლობალური სამშვიდობო სამიტს მონაწილეებს შვეიცარიაში, უკრაინის პრეზიდენტმა.
“ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ რას ნიშნავს სამართლიანი მშვიდობა მსოფლიოსთვის და როგორ შეიძლება მიღწეული იქნეს ჭეშმარიტად ხანგრძლივი გზით” აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, სამშვიდობო სამიტზე შეთანხმებული სამოქმედო გეგმა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს გადაეცემათ, რათა ომის რეალური დასასრული მეორე სამშვიდობო სამიტზე დაფიქსირდეს.
“როდესაც სამოქმედო გეგმა დაიდება მაგიდაზე, ყველასთან შეთანხმებული და გამჭვირვალე, მაშინ ის მიეწოდება რუსეთის წარმომადგენლებს, რათა მეორე სამშვიდობო სამიტზე დავაფიქსიროთ ომის რეალური დასასრული.” – აღნიშნა მან.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ყველა სახელმწიფო, რომელიც არ მონაწილეობს სამიტში მაგრამ, იზიარებს იგივე ღირებულებებს, შეძლებს შეუერთდეს მშვიდობის ფორმულაზე მუშაობას მომდევნო ეტაპზე.
“ომის იდეა უკვე წაგებულია. პუტინი ულტიმატუმების ენიდან უნდა გადავიდეს მსოფლიო უმრავლესობის ენაზე, რომელსაც სამართლიანი მშვიდობა სურს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.