რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
კერძოდ, უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საუბნო და ცენტრალური გზები, ასევე საცხოვრებელი სახლის ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს რამდენიმე საათით შეუწყდა ელ-ენერგიის მიწოდება, თუმცა ამ დროისთვის აბონენტთა დიდ ნაწილს დენის მიწოდება აღუდგა.
ამასთანავე, შექმნილია ზარალის შემსწავლელი შტაბი.