”ჩვენ ავიღეთ სამართლიანი გადანაწილების პრინციპი და ვთქვით, რომ თითოეულ პედაგოგს, ვისაც დადასტურებული აქვს კომპეტენცია, სისტემა ნდობას უცხადებს პირდაპირ, არ აქვს მნიშვნელობა მათ სტატუსს – დატვირთვის საათების მიხედვით იქნება ანაზღაურება.
[…] რაც იყო და არის მასწავლებლების მრავალწლიანი მოთხოვნა, რომ ჩვენ სტატუსის დანამატი არ გვინდა, საბაზო ხელფასი გაგვიზარდეთ, მოგვაშორეთ ეს ბიუროკრატიული პროცედურები, რომელიც უკავშირდება გამოცდების ჩაბარებას, პორტფოლიოების დაცვას და მოგვეცით საშუალება, რომ დავბრუნდეთ საკლასო ოთახში, მეტად ვკონცენტრირდეთ გაკვეთილზე და სწავლების ხარისხზე, უბრალოდ, მოგვეცით ყველას თანაბრად – ჩვენ უბრალოდ მათი თხოვნა დავაკმაყოფილეთ. ეს არ არის გიორგი ამილახვრის ახირება, ეს არის კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მათი მოთხოვნიდან გამომდინარე. ”