აკეთში მოსახლე გვარები 1713 წლისათვის

აკეთში მოსახლე გვარები 1713 წლისათვის
.
1713 წლის გიორგი გურიელის შეწირულობის წიგნის მიხედვით მამუკა ართმელაძის ყოფილი მამული აკეთში გურიელს ბიჭვინთის ეკლესიისათვის შეუწირავს, დოკუმენტში ართმელაძის სასახლესთან და სხვა ქონებასთან ერთად მითითებული გლეხების გვარსახელები:
.
ხუცისშვილი მამიელა; წვიტაისშვილი; კაკაცაისშვილი ტუღუში; კუაშლები ჟოჟიკა გიორგი და იოვანე; დეისმამა კილაძე; ხინთიბიძე გეგია და მისი შვილი იოვანა ხინთიბიძე გიორგელა და მამუკელა, მისი ძმა გაბრიელე; მიქატაძე იოვანე; მიქატაძე გაბრიელა; ქურიძე ორი ძმა გაბრიელ და ნასხიდა; კუკლაძე შაქარა; გოგვაძე გიორგი; ხუცესი მგელაძე;
.
საინტერესოა, რომ ზოგ შემთხვევაში როგორც დარბაზის ერის, ისე გლეხების გვარები დღეს უკვე სახეცვლილი ფორმით გვხვდება: „ღოღაბრიძე“; „თაგდირიძე“ – თავდგირიძე; „წვიტაიშვილი“ – წიტაიშვილი; „კუაშალი“ – კვაშალი; „კუკლაძე“ – კუკულაძე.
.
შეწირულობის წიგნის ფრაგმენტი:
.
„აკეთს ართმელაძეს მამუკას საკანონო. საქმე, დაედვა და მისი მამული რაც არის კუამლი კაცებით, სასახლებით, სახლკარით, ჭურმამულით, უძებარსაძებრებით, ტყით, წყლით, საყანებით, სასაფლაოთ, ყოველისფერით შენთვის შემოგუიწირავს და თქვენის კზის პატრონინის გრიგოლისთვის მოგუირთმევია, რაიცა სამკუიდრო მამისოული ბატონის წყალობა თუ ნასყიდი და ნაშოვნი ჰქონდა ყველა. თავს აკეთს სასახლე და მისი მოჯალაბე ხუცისშვილი მამიელა და მისი შვილი იოვანე, ასკანას მარანი ერთი კარგი; წვიტაისშვილისას ის კაცები დაეყიდა და მისოული პარტახი უძებარ საძებრით კიდეუ მარანი; კაკაცაისშვილი ტუღუში მისი უძებარ საძებრით; ამას გარეთ აკეთს ორი განაყოფები კუაშლები ჟოჟიკა გიორგი და იოვანე მათის ცოლშვილით ყოვლიფერით უძებარ საძებრით. ამას გარეთ მსახური დეისმამა კილაძე და ხუცესი მისი შვილი გაბრიელა მათის ცოლშვილით, უძებარ საძებრით, ხინთიბიძე გეგია და მისი შვილი იოვანა ხინთიბიძე გიორგელა და მამუკელა, მისი ძმა გაბრიელე. ესენი მათმათის ცოლშვილებით, უძებარ საძებრით; მიქატაძე იოვანე და მარანი არის იქ, მისი (ყოლშვილით, უძებარ საძებრით; მიქატაძე გაბრიელა ცოლშვილით, უძებარ საძებრით; ქურიძე ორი ძმა გაბრიელ და ნასხიდა მათის ცოლშვილით, უძებარ საძებრით; კუკლაძე შაქარა მისი ცოლშვილით, უძებარ საძებრით, გოგვაძე გიორგი მისი ცოლშვილით, უძებარ საძებრით; ხუცესი მგელაძე დახსნილი ჰყოლოდა მარტო; ლანჩხუთს დავითაი ცინცაძე მისი ყოვლიფერით, უძებარ საძებრით;
.
ესენი ყველა თქვენთვის შემოგუიწირავს და თქვენის კრის გრიგოლისთვის მიგუირთმჯვია, შეიწირე დედოფალო ღთისმშობელო ბიჭვინტისაო, ნაცვლად მოგვაგე მადლი და მეოხება შენი და შენი და ძისა შენისა. ამის მოწამენი არიან კაცთაგან ჩვენი დარბაზისეურნი ნაკაშიძე ეჟან, ნაკაშიძე გიორგი და მამუკა, სხლთუხუცესი მაჭუტაძე ალექსანდრე, მაჭუტაძე მამუკა, ბოქაულთუხუცესი თაგდირიძე როსტომ და თაგდირიძე გიორგი, გუგუნავა აკეთის უხუცესი მამუკა და ტატუა, ღოღაბერიძე დათუნა, ნაკაშიძე ბეჟან, მამუკასშვილი ნაკაშიძე ბეჟან, ბახუტასშვილი მდივანი გაბრიელ, ჟვნია გიორგი და ბოლქვაძე სეხნია. დაიწერა კელითა მდივან მგალობელ მწიგნობრის პეტრესითა და მოწამეცა ვარ.“
.
– სარგის კაკაბაძე – დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები : წიგნი I (1921 წელი)
– აკეთი ნაციხარი (ფოტო კულტურული მემკვიდრეობის პორტალიდან)
შეიძლება იყოს tree გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share