ნაგომარში წმინდა მარინეს დღესასწაულზე იმართებოდა დიდი ბაზრომა “მარინობა”.
დურმიშხან ჩოლოყაშვილისეულ ხელნაწერის (1840 წელი) მიხედვით დღესასწაული და ბაზრობა დაარსა გურიის მთავარმა მამია მე-5 გურიელმა (გარდაიცვალა 1826 წელს), ხელნაწერში მარინობასთან დაკავშირებით მითითებულია შემდეგი – “ვაჭრობისა და აღებ-მიცემობის განსამხნევებლად ერთს თავის სოფელთაგანში დააწესა მან მარინობა (დღესასწაული წმინდის მარინისა) და გააჩინა იქ იარმანკა, რომელზედაც შემდგომ და შემდგომ მივიდნოდნენ ხალხნი მთელის სამთავროითგან, შეხალისებულნი სხუა-და-სხუა სანახავებითა, რომელსაცა წარმოადგენდნენ ხოლმე მოლდავითგან ანუ ვლახიითგან მოწოდებული ფიგლიარები და მეკომედიები”.
სხვადასხვა ცნობების მიხედვით შავი ზღვის შესართავიდან მდინარე სუფსაზე ნაგომრამდე შესაძლებელი იყო დიდი ნავებით (10 ტონა წყალტევადობა) ასვლა, რაც მნიშნელოვნად უწყობდა ხელს საქონლის გადაზიდვას და თავისთავად უმნიშნელოვანესი იყო ბაზრობისათვის. ასევე მდინარე სუფსაზე ხდებოდა მთიან გურიაში დამზადებული ძვირფასი ხის მერქნის დაცურება შავ ზღვამდე.
ნაგომარი – ცნობის ფურცელის ფოტოები 1905 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა