დაკარგული სოფელი კიტოზეთი და სპილენძის საბადო

ინგლისელი ინჟინერ-მექანიკოსი მაკსვინი თავის პატაკში (1805 წლის 13 აგვისტო) ციციანოვს სწერს, რომ სოფელი კატოზელი (Катозел) მდებარეობს გორისფერდიდან 5 ვერსის მოშორებით, თუ გავითვალსიწინებთ იმას, რომ იგივე ავტორი ამბობს, რომ გორიფერდიდან ასკანა 10 ვერსტის დაშორებით იყო, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ეს გახლავთ სოფელი კიტოზეთი, რომელიც დღევანდელი შემოქმედის თემის ტერიტორიაზე იყო. მაკსვინის ინფორმაციით კატოზელში მან აღმოაჩნა სპილენძის მადანი (ისევე როგორც გორისფერდსა და ასკანაში).
.
მაკსვილი პატაკში წერს, რომ მას უდროობამ და სხვადასხვა გარემოებებმა არ მისცა საშუალება სრულყოფილად შეესწავლა მადანი მთათა სიღრმეებში; წერს, რომ მის მიერ აღმოჩენილი საბადოები იმედისმომცემია, მადანის ჩატანა გურიელიდან პორტამდე კი თითქმის სრულადაა შესაძლებელი წყლის ტრანსპორტის გამოყენებით (АКАК).
.
სოფელი კიტოსეთი (Китосети) მითითებული აქვს პროფესორ ალექსანდრ ფონ ნორდმანსაც გურიაში თავისი მოგზაურობის აღწერაში. ნორდმანის მიხედვით კიტოსეთი შემოქმედის სამოურავოში შემავალი სოფელი იყო „შემოქმედი დასახლებებით: შემოქმედის ძველი მონასტერი, კიტოსეთი, უჩხუბი, ფატარი და ჭალა;“
.
ქველი ჩხატარაიშვილის მიხედვით კიტოზეთი მდბარეობდა შემოქმედის თემის სოფელ კარისყურის მიმდებარედ. სოფელში 1833 წლის მდგომარეობით ცხოვრობდა 50 კომლი, იქვე იყო ხის წმინდა გიორგი ეკლესია, ორი მღვდელი – გოლიაძე და ხუციშვილი და ერთი დიაკვანი – ღლონტი.
.
სამწუხაროდ დღეის მდგომარეობით ეს სოფელი აღარ არსებობს და მისი ზუსტი მდებრეობის შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიპოვე. რაც შეეხება მადნეულს უნდა ითქვას, რომ სოფელ გომის ახლოს დინარე ბჟუჟში მოყვითალო ბრჭყვიალა მადნის შეცველი ქვების მნახველის პოვნა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
.
– Акты, собранные Кавказскою Археографическою коммиссиею (1868. – Т. II) – Рапорт Английскаго инженера механика Максвина кн. Цицианову, от 13-го августа 1805 года;
– Журналъ Министерства народнаго просвѣщенія 1838 – А. Нордман. Путешествіе по Закавказскому краю;
– ქველი ჩხატარაიშვილი – გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან;
შეიძლება იყოს map გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share