კუნძული „ცივისხარო“ – „ცირცეას მინდორი“

კუნძული „ცივისხარო“ – „ცირცეას მინდორი“
.
სემიონ ბრონევსკი თავის თხზულებაში უთითებს მდინარე მალთაყვასა და სუფსას შორის არსებულ კუნძულზე (უფრო სავარაუდოა ნახევარკუნძული), აქვე უთითებს მის დასახლებასაც „ცივისხარო“ ან (ცივისწყარო). ამ შემთევაში ბრონევსკი საუბრობს 1771 წლის 3 იანვარს მომხდარ მალთაყვის ბრძოლაზე.
.
– „მდინარე მალთაყვა (Мотапоа – ასეა აღნიშნული) 10 ვერსტზე ზღვაში ჩაედინება მდინარე სუფსა (Субза). ამ მდინარეთა განლაგება ქმინის კუნძულ „ცივისხარო“-ს (Цивисхаро), რომლსაც ერთი სანაპირო ზღვის მხარეს აქვს. 1771 წლის დასაწყისში ამ კუნძულზე რუსული ჯარის მიერ დამარცხებული იქნა თურქების, აფხაზების და ლეზგინების ექვსიათასკაციანი ჯარი, რომელიც გამოგზავნილი იქნა ბლოკადაში მყოფი ფოთის ციხესიმაგრის დასახმარებლად.“ (ბრონევსკი)
.
ამავე ბრძოლასთან დაკავშირებით ქველი ჩხატარაიშვილი წერს – „რუსების ცნობით – „გურიელის სამფლობელოში, რომლის გავლითაც თურქებმა დააპირეს წასვლა, ისინი გურიელის ხალხმა გაწყვიტა, მათ მეთაურ ლეკს კი გურიელმა (სავარაუდოდ მამია გურიელი) თავი მოკვეთა და სარზე წამოცმული მის ბრწყინვალება გრაფ ტოტლებენს გამოუგზავნა.“ (ჩხატარაიშვილი);
.
ფაზისის ზღვასთან შესართავში არსებულ კოლხეთის მეფე აიეტის დის ცირცეას (კირკე) „მინდორზე“ საუბრობს მოსე ჯანაშვილი – „ცირცეა ღმერთქალი, ენამზიანი, მბზინავთმიანი. ფაზისი, გამოდიოდა-რა ამარანთის მთიდგან და რწყავდა-რა ცირცეას მინდორს, ერთოდა ზღვას. ვენახითა, ბალახითა და ტირიფებით იყო შემოსილი ეს ცირცეას მინდორი. ცირცეა აქ აგროვებდა წამლის გასაკეთებელ ბალახებს (მისი სახელი ემსგავსება მეგრულს ცირა – გასათხოვარი ქალი და გურულს ციცა)“.
.
ძნელია მითებთან და რელობის მისადაგება, თუმცა ზემოხსენებული „ცივისხარო“ (ან „ცივისწყარო“) „ცირცეა“-სთან გარკვეულ ასოციაციას ნამდვილად იწვევს. ასევე აღსანიშნავია, რომ „ხარო“ სულხან საბა ორბელიანის მიხედვით არის ქვითკირის ორმო, იგივე ნიშნავს მოსავლის შესახნახ ადგილს ანუ ბეღელს.
.
– Семен Броневски – Новѣйшія географическія и историческія известія о Кавказѣ: Часть I (1823 г.)
– ქველი ჩხატარაიშვილი „გურიის სამთავრო“ 1959
– მოსე ჯანაშვილი, “საქართველოს ისტორია : ტ. 1 : უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.” (1906 წელი);
– ჯონ უილიამ უოტერჰაუსი “ცირცეა” ოდისევსს სთავაზობს თასს 1891
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share