როგორ აღმოაჩინა ნაბეღლავში მინერალური წყალი მაქსიმელ ბერაძის ძროხამ.
კისლავოცკაში ვიყავი სააქიმოთ, ჯარიდან გამიშვენ. იქინე ვნახე იქოური ბჟავე წყალი. მერმეთ წამუედი აქანე. ვნახე აი წყალი, შევადარე იმ წყალს.
.
აქანე აი წყალი ამუუჩენია მაქსიმელ ბერაძის ძროხას. მაქსიმელ ბერაძე იყო ჯვარცხმელი, მუშოობდა სანადელო მიწაზე ბჟავე წყლის მახლობლათ. თან ყავდა წამოყვანილი ძროხა საბალახოთ.
.
იი ძროხა გამოქცეოდა იმას. ძროხას შეხთენოდა ღელე წყალი. გამიერო იი წყალი; არ ესუა იი ღელე წყალი. ჩამოსულიყო დინარე გუბაზოულჩი. არც იგი არ ესუა. წასულიყო იი ძროხა, გასულიყო გუბაზოულში. გაჰკიდებოდა ბერაძე. მისულიყო გაღმა დიდი ქვაის ძირში. იქინე პატარე წყალი ყოფილიყო როჩოთ – ჩაღმავებულათ. ესუა აი წყალი.
.
მერმეთ მისულიყო აი ბერაძე და ჭაჭვით ენახა პირში. მერე წამოსულიყო და მამაჩემიზა ეთხრობია: შენს არდგილჩიო არის ბჟავე წყალიო, აბანოო. – ის არდგილი ჩვენი იყო. მერმეთ მოსულიყო ხალხი და ამიეღენ წაკატით და დიეგუბენ წყალი. მერე იღებდენ კოპით და კურუშკით და სუამდენ.
.
მე რომ მუედი კისლავოცკედან, დამხთა აი წყალი ასთე. მე გავაკეთე სასმელათ ცემენტით. ვიღებდით კურუშკით. წყალი მოდიოდა ქვეშიდან. რომ ამევიღებდით და ჩავასხამდით ბოთში. თუ პროპკას ვერ ააგდებდა, გასტკლეცდა. თუ პროპკას ააგდებდა, პაწე ფიშტო რომ გავარდება, იმიხელა ხმას იქთა.
.
აი წყალი უხთებოდა კუჭის ტკივილს. ტანსაც იბანდენ შით, ფხანას უხთებოდა ძაან. ხალხმა დიედვა ამ წყალს, მიქონდენ შინ ბოთლებით სასმელათ. იი წყალი ახლა აღარაა, გადალეკა გუბაზოულმა. მერე აი წყალი მოვნახეთ გამოღმა. ქვეშიდან მოჟონავდა. მე წაკატით და თოხით ამუაღმავე და ამუაცემეტე გვერდები, დევიცევი ღვარის წყალიდან. რომ ამუაღმავე ქვეშიდან, დეიწყო ხვარხვალი და მოდიოდა კარქათ და სუამდა ხალხი; უხთებოდა ძალიანს.
.
მერე ვანები გავაკეთეთ, ვათბობდით თუჯეფში წყალს. ოთახში ტანისაბანი ვანა იყო დადგმული, ხის შეკერილი ვანა იყო. ვედრებით შექვონდა ადუღებული და ცივი წყალი და ჩოუშობდით ხის ვანაში და ხალხი ჩევიდოდა და ტანს იბანდა. ვანაში ვახთიებდით შრომის ფასს. დალევა უფასო იყო. არც ცივი წყალი არ ყოფილა ფასიანი.
.
გამოღმე წყალი ჩემ არდგილჩი იყო, მარა სასმელ წყალჩი და ტანისაბანში ცივში ფასი არ იყო. ვახთიებდი მარტუე გათფობის ფას. მერე მევიდენ გეოლოგები, წეიღენ წყალი და გაშინჯენ. მერმეთ გადიბარა თავრობამ და გააკეთა, ახლა რომაა, ასე. ამ წყალს უძახიენ ნაბეღლავის წყალს. ნაბეღლავი ქვია ამ სოფელს.
. . . . .
მთქმელი გიორგი კვაჭანტირაძე, ნაბეღლავი – 1962 წელი. ჩამწერი-
გრიგოლ იმნაიშვილი
.
ფოტოზე კურორტი ნაბეღლავი 1968 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.