ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსული დამოუკიდებელი არხის , “დოჟდის” ჟურნალისტი არ შემოუშვეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ბესო ქათამაძე და წერს:
”საქართველოს მთავრობა, რა სამარცხვინო ხალხი ხართ, მაინცადამაინც კგბ-შნიკი ან 58 არმიის ჯარისკაცი უნდა იყოს რომ შემოუშვათ?
წადით მოსკოვში რუსული გემის გზით.” – წერს ქათამაძე.
ცნობისთვის, საქართველოში რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი არ შემოუშვეს.
ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.