„ასთე კაღამ შევცთი და კაღამ შივაჭამე დათვს აი ქალი და ჩემი თავიც“

„ასთე კაღამ შევცთი და კაღამ შივაჭამე დათვს აი ქალი და ჩემი თავიც“
.
ჩემს ნადირობაში აი ქალიც (ცოლი) მყავდა ჲერი ზობა. შინაის გარდა სხოგანაც ქვონდა ყანა დათესული. ხოდა, მუაწია ტეხის დროი და წევეით. აი ქალიც ახალშერთული მყავდა და ჯერემ კიდომ ვყოჩობდი.
.
ყანაში დათვიზა ხაფანგი მქონდა დაგებული, დავხედვიდი ხანიხანდაი. სოიე მოვთხარეთ და მოვდექით ლობიას. ერთი ათი ღჯაი კი მოვთხარე და გევიგონეთ რაცხა ხმაი. დავაყურე, ბიჯო, დათვი ვიცანი! ჩავარდნილა ხაფანგში-თქვა, ვთქვი და გევიქეცი. ამყვა ქალმანც, რაის მეშინოდა, დამბული იქნებოდა დათვი! მივეით, რომე, სადაა ხაფანგი! გუუჩოჩებია კას მანძილზე. გადვიხედე, ჯდანა გადანაჭარ ჯიკვზე. ახლა შევშინდი, ხუნდში კია, მარა თოფი არ წამიღია და გავბრუნდი ჩუმათაი, ვჩქაროფ, რაც შემიძლია, მინდა ახლა მუუსრა, თვარა წავა ხუნდიანეფ.
.
ილარიონა სვანიძე იყო ნაპრალაის იქით, გევიქეცი იმასან, ამევიტანე თოფი, ამივედი, სული ამოსლაზეა, ამისისხო აღმართი თვალდაწამის ხანში ამევირბინე, ამუასკტი. ქალი მყავს დატიებული. წამყუა ამანც, რა იცოდა, მეც აბდალი, გევიჭივრე საქმე. მივედი, რუმე აღარაა იმ ჯიკვზე, გუუთრევია კიდომ.
.
გავხევი და დევინახე, რომე ეგანგალება აქეთ-იქით. დამინახა. დამინახაო და დუუმიზნე თოფი და იყვირა. იყვირა და ვიყვირე მეც. ვესროლე, გაშჭრა დათვი ტყვიამ. თლათ გაცოფთა. ყვირის და მიათრევს ჯაჭვს. გადმუაბრუნა გვინცხები. აქეთ შკერი ჩამუაგდო. გავამზადე კიდომ თოფი. აი ქალი კივა. გეიგონა ხალხმა, დეიძრა ჯარი და მეივლიენ. მივზდევ ახლა მე. სანამდინ გინდა ზდიო?! მივადექით გორს, მეიჩიხა დათვი; იქინე ჩასავალიც იყო, ქვეით წყალი ღრიალოფს. არც მინდა იქით გადვიდეს, ან კიდომ გადავარდეს, და შევჩემდი. შევჩემდიო და წამევიდა ჩემკენ. აი ხუნდი ქია გამართული და დათვიც დაბმული, მარა ჲერთი ფეხით დეიმბა და თვითონ ხუნდს ქე ათრევს. კაცი ვარგოდე უნდა, ჲერთი კი შევიძახე და მუუნახე შუბლი, აბა რას შობი, პაწაიც და დაბდღნის! მოვახრედე თუალსა და თუალს შუა. ასთე კაღამ შევცთი და კაღამ შივაჭამე დათვს აი ქალი და ჩემი თავიც.
.
მთქმელი მასიკო ლევანის ძე აროშიძე (ვაკიჯვარი), ჩაწერილია ელენე ნიკოლიაშვილის მიერ 1985 წელს(corpora.co)
შეიძლება ილუსტრაციაა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share