შეკვეთილი
.
ჩვენი ქალაქი იყო შეკვეთილი. მანქანაი შამოდიოდა – დიდვანი სანდლები. კაციც იმით გადახავდენ, სადაც ბარახოთი იყო გაჩერებული, იქინეი. ყორიფელი საქონელი შამოქონდა შეკვეთილში თათრეფს, ბერძნეფს.
.
მევიდოდა სოფლიდან ხალხი და იყიდდა, რაც უნდოდა. შეკვეთილში დუქნები იყო და ვაჭრები ყიდულობდენ ჩამოტანილ საქონელს. ნატანები უწინ იყო ტყეი და უძახოდენ ჯიშკილკანს. მაგი იყო გვალი ტყეი.
.
– მთქმელი: გრიგოლ ნიკოლაიშვილი ნატანები (ჩაწერის წელი 1962). გრიგოლ იმნაიშვილი – გურული დიალექტი.
– ილუსტრაცია – შეკვეთილი წმინდა ნიკოლოზის ფორტი 1854 წელი (Tableau historique, politique et pittoresque de la Turquie et de la Russie – Paulin et Le Chevalier, 1854 Paris;)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა