მიიღო თუ არა ჰან-ბეგ თავდგირიძემ ჩოლოქსა და ცხრაფონას შორის არსებული სოფლები აჯანყებული გურულებისათვის დახმარების შეწყვეტის სანაცვლოდ
.
გაზეთ კავკაზის ცნობით ოსმალეთის ექსპანსიის შედეგად ორად გაყოფილ გურიას შორის საღვარი 1841 წლამდე მდინარე ცხრაფონაზე გადიოდა და არა მდინარე ჩოლოქზე, შესაბამისად სოფლები ქაქუთი, ლეღვა, ჯიხანჯური და ა.შ. ისევ გურიის სამთავროს ნაწილი იყო, ამავე 1841 წლამდე ამ სოფლის გლეხები ბეგარასაც რუსეთის ხაზინას უდიდნენ, ამავე გაზეთის ცნობით ეს გარემოება სხვა ფაქტორებთან ერთად გამოწვეული იყო იმითაც, რომ ჩოლოქსა და ცხრაფონას შორის მდებრე სოფლები მამუკა თავდგირიძეს ეკუთვნოდა, რომელიც თურქების ზეწოლის შედეგად ალამბარიდან აკეთში გადავიდა. აქვე საგულისხმოა, ის რომ ოსმალეთის გურიის მმართველი პირველ წლებში მამუკას შვილი მაქსიმე იყო.
.
თედო სახოკიას წერს – „„მამუკა თავდგირიძის მამულები, ჩოლოქისა და ცხრაფონას მდინარეთა შორის მდებარე, ქობულეთში მაჰმადის სჯულის გავრცელების შემდეგაც გურიის ნაწილად ითვლებოდა და მამუკას მემკვიდრე და მისნი აზნაურნი სარგებლობდნენ. აღმოსავლეთით ამ ადგილს საზღვრავდა სოფ. ქაქუთი და დასავლით − შავი ზღვა. სივრცე ჰქონდა: განი 20 კილომეტრი და სიგრძე − 30.“
.
გაზეთ კავკაზის ინფორმაციით ჩოლოქსა და ცხრაფონას საკითხის გარკვევასთან დაკავშირებით ოსმალო და რუს ჩინოვნიკებს შორის არაერთი შეხვედრა და მიწერმოწერა შედგა. ეს საკითხი გარკვეულ წილად გადაწყდა 1841 წლის ივნისში. კავკაზის ცნობით გურიის მაზრის უფროსი 1841 წლის 15 და 25 მაისის წერილებით საქართველო-იმერეთის გუბერნიის სამოქალაქო გუბერნატორისაგან და იგივე გუბერნიის სამხედრო ხელმძღვანელის ბრუსილოვისაგან ითხოვდა დახმარებას სადაო საკითხის გარკვევაში. წერილების მიხედვით სადაო ადგილს დაუფლებული იყო ჰასან-ბეგი თავდგირიძე, რომელმაც იგი მიუერთა ოსმალეთის ტერიტორიას. ამასთანავე წერდა, რომ თურქებმა გაჩეხეს ქაქუთში არსებული ვენახის ბაღები.
.
თბილისის გუბერნატორმა 1841 წლის 6 ივნისს (#2,292) აცნობა მაზრის უფროსს, რომ ჰასან-ბეგის თვითნებობასთან დაკავშირებით საკითხის გადაჭრა დაევალა ახლციხის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელს არღუთინსკ-დოლგორუკოვს, რომელიც უნდა ჩასულიყო გურიაში და ადგილზე გარკვეულიყო ვითარებაში და თუ კი ნამდვილად გურულების მიწები იყო წართმეული იმ შემთხვევაში მას უნდა შეეყვანა ჯარი და იარაღის ძალით დაბერუნებინა ტერიტორია.
.
ყოველივე ზემოხსენებულზე სავარაუდოდ დიდი გავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ამავე პერიოდში 1841 წლის მაისის ბოლოს გურიაში დაიწყო დიდი აჯანყება, რომელის დასაწყისში ჰასან-ბეგი თავდგირიძე ერთერთი მთავარი ფიგურა გახლდათ და უკვე ივნისის დასაწყისიდან თავდგირიძემ დაიწყო გურიაში ტყვიაწამლის და იარაღის შეტანა. მაგრამ შემდეგში თავდგირიძის დახმარება შეწყდა და აჯანყება დამარცხდა, რაშიც გურულები ჰასან-ბეგს ადანაშაულებდნენ, რომელმაც დაპირებული დახმარება აჯანყებულებს არ აღმოუჩინა, რის გამოც გურიაში მაშინ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჰასან-ბეგი რუსებმა მოისყიდეს.
.
ჰასან-ბეგის მოსყიდვასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ იმავე 1841 წლის ივნისის ბოლოს პოლკოვნიკმა ბრუსილოვმა მისწერა ოზურგეთის მაზრის უფროს, რომ საზღვრის სრულ დემაკრკაციამდე და სადაო საკითხის გარკვევამდე ჩოლოქის მეორე მხარეზე არსებული სოფლები დროებით მიჩნეული უნდა ყოფილიყო ოსმალეთის ტერიტორიად, ანუ დარჩა ჰასან-ბეგის გამგებლობაში, თუმცა სადაო ტერიტორიის საკითხი მაინც გაურკვეველი დარჩა 1877-78 წლების რუსეთ თურქეთის ომამდე.
.
გურიის აჯნაყება რუსებმა 1841 წლის აგვისტოში ჩაახშვეს და ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე 1841 წლის გურიის აჯანყებასა და ჰასან-ბეგ თავდგირიძის მიერ სადაო ტერიტორიის დაუფლებას შორის აშკარა კავშირი იკვეთება და შესაძლებლობას იძლევა იმის ვარაუდისათვის, რომ სწორედ ამ მიწების სანაცვლოდ შეუწყვიტა ჰასან-ბეგმა აჯანყებულ გურულებს დახმარება.
.
– Кавказ 1875 г. № 66 – Вопрось о нашей границе съ Турциею со стороны Гурии, или о земляхъ, принадлежавшихъ Гурийскому – ныне Озургетскому уезду Кутаисской губернии, которыми завладели турки въ 1841 году;
– თედო სახოკია მოგზაურობანი გურია აჭარა სამურზაყანო აფხაზეთი 1950
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა