გუბაზ სანიკიძემ “ოცნების” წევრებს სექსტანეტი უწოდა და “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მათი “ღვთება ბიძინა ივანიშვილია”
სანიკიძემ კდევ ერთხელ დაადანაშაულა “ოცნების” ხელისუფლება კრემლის მსახურებაში და თქვა, რომ მათი მიზანი საქართველოს “რუსეთის დუქნად ქცევაა”.
”ჩვენი პარტნიორები ისეთ ტექსტებს წერენ, ინტერპრეტაციის საშუალებას არ აძლევენ ჩვენს “ოცნების” ნაძირალა სპიკერებს. დიპლომატიაც კი დაივიწყეს იმათმა, პირდაპირი ტექსტებით ლაპარაკობენ. პირდაპირ გვეუბნებიან, თუ არჩევნებში თუ დატოვებთ მაგ ბიძინას, რომელელიც ერთადერთია მაგ ქვეყანაში ვინც მდიდრდება და დანარჩენი გარატაკებულები ხართ, არ მიგიღებთ, კარგად იყავით, გადაგყლაპავთ ის რუსეთი, იქნებით სტავროპოლის მხარე. ჩამოვა მერე და დაისვენებს კადიროვი და ის ნურმაგომედოვი იქნება თქვენი ფიზკულტურის მასწავლებელი. ჩეჩნეთის ხელში იქნება ეს ქვეყანადა გადაკეთდებით რუსეთის დუქნად. არ გინდათ ევროპა, მიიღებთ ვაჰაბის მზაქას, გაგანიას. “პრახადონოი დვორი იქნება”. ეს არის რუსეთის მეჭეჭი ხელისუფლება. რა ქართული ინტერესები. მათი სამშობლო არის ჭორვილა, მათი ღვთაება არის ბიძინა. სექტანტები ხართ გაგანია და დაამთავრებთ, როგორც ტოტალიტარული სექტა”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.