“MEGOBARI აქტი პასუხია, რომ “ოცნების” მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ ჩაივლიდა”, – ამის შესახებ “მეგობარი აქტის” თანაავტორი, კონგრესმენი ბილ კიტინგი კონგრესში, MEGOBARI აქტის განხილვისას საუბრობს.
”სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო MEGOBARI აქტს, რომელიც კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ არის წარდგენილი. ორპარტიული MEGOBARI აქტი, რომლის თანაავტორიც მე ვარ, პასუხია იმაზე, რომ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ ჩაივლიდა. ამავე დროს, უნდა აღვნიშნო, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. 30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები ამ გზაზე მათი მხარდამჭერია. მე ვიტყვი, რომ მტკიცედ მხარს ვუჭერ ამ მისწრაფებას და მოხარული ვარ, რომ კონგრესის საგარეო კომიტეტი ამ საკითხზე იმსჯელებს, – ამბობს კიტინგი.