ცენტრალურ და სამხრეთ ევროპის ნაწილში სიცხის საგანგაშო მაჩვენებელი ფიქსირდება. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ხორვატიის ეროვნულმა ჰიდრომეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა გასულ პარასკევს სიცხის საგანგაშო დონე გამოაცხადა. ქვეყნის ზოგიერთ ადგილას 40 გრადუსი (104 ფარენჰეიტი), ჩრდილო-აღმოსავლეთ სლოვენიაში კი 37 გრადუსი დაფიქსირდა.
იტალიის ხელისუფლებამაც ქვეყნის შვიდ ქალაქში სიცხის წითელი ნიშნული გამოაცხადა.
სითბური ტალღა საფრთხეს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვის წარმოადგენს