“ქართული ოცნების” ახალი ოფისის პრეზენტაციაზე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები იმყოფებიან – კამერებმა დააფიქსირა დიზაინერი ზალიკო ბერგერი, ასევე მომღერალი ბაბი კირკიტაძე.
ასევე იმყოფებიან მსახიობები, სამედიცნო სფეროს წარმომადგენლები, სპორტსმენები, რეჟისორები – მანანა თოდაძე, თათული დოლიძე, ზაზა კოლელიშვილი, სოფო ხალვაში, ნანა ფაჩუაშვილი, რობერტ სტურუა, ლაშა ტალახაძე.
ოფისის გახსნაზე არიან მისულები სამთავრობო გუნდისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
პარტიული ოფისის გახსნაზე იმყოფება ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც სავარაუდოდ, სიტყვით მიმართავს შეკრებილებს.