“მადლობა ქვეყნის გადამრჩენელს” – ღარიბაშვილის მადლობა ბიძინა ივანიშვილს

“ქართული ოცნების” ახალი ოფისი პრეზენტაციაზე ყოფილმა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის ქებით და მისთვის მადლობების გადახდით დაიწყო. ექსპრემიერმა ოლიგარქი ქვეყნის გადარჩენელად მოიხსენია:

“მსურს, განსაკუთღებული პატივისცემით მივესალმო თითოეული ჩვენგანისთვის  სამაგალითო და მებრძოლ ადამიანს, ღირსეულ ქართველს,  თავდადებულ პატრიოტს პარტია „ქართული ოცნება  – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.
დღეს მმართველი პარტია ახალ ოფისის ხსნის  და ამავდროულად ოფიციალურად იწყებს  წინასაარჩევნო კამპანიას.  კამპანიას, რომელიც ჩენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის  ნებით 2024 წლის 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ძლიერი გამარჯვებით დასრულდება. სიმბოლურია, რომ დღეს წინსაარჩევნო  კამპანიის გახსნისას ჩვენს გვერდით არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, უდნა ვთქვათ პირდაპირ, გადამწყვეტი როლი  და ისტორიული მისია შეასრულა. როდესაც ყველაზე რთულ დროს სრული უიმედობის და უპერსპექტივობის ჟამს  დიქტატორისა და ხალხის მჩაგვრელი რეჟიმის პირობებში ერთ ძლიერ გუნდად საერთო მიზნისთვის  გაგვაერთიანა და 2012 წლის  1 ოქტომბერს საქართველო გადაარჩინა.
სულ ერთი წუთით გავიხსენოთ 2012 წლის საქართველო . ხალხის შიშის და რეპრესიების ქვეშ ცხოვრობდა,  ადამიანებს კლავდნენ ქუჩაში თუ ციხეებში , ხდებოდა სისტემური დანაშაულებები, პატიმრეის არადაამიანური მოპყრობა , წამება, გაუპატიურება, კერძო საკუთრების წართმევა, ბიზნესის რეკეტი, არ არსებობდა თავისუფალი მედია.  ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“  სწორედ ასეთ ვითარებაში  მყოფი ქვეყანა ჩაიბარა და  სულ რაღაც მოკლე დროში ჩვენს ხალხს მოუტანა თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური გავითარება , ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა მ უვიზო რეჟიმი და კანდიდატის სტატუსი და რაც მთავარია, ერთადერთი  უწყვეტი მშიდობიანი მმართველობის პერიოდი  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან.  მადლობა ღმერთს, ამ 12 წლის განმავლობაშ ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი  და ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიცია ისევ მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, სწორედ “ქართული ოცნების” დამსახურებაა, რომ ქვეყანამ ომის ქაოსი თავიდან აირიდა.

”რამდენიმე წლის წინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში ღიად გამოვიდნენ რადიკალური ოპოზიციის წევრები და ომის მომხრეები, რომლებიც მშვიდობას აგრესიულად დაუპირისპირდნენ, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას საკუთარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ითხოვდნენ მებრძოლების გაგზავნას მთავრობის მიერ ნებადართული თვითმფრინავებით, ითხოვდნენ საქართველოს ომში ჩართვას, ანუ ქვეყნის დანგრევას და ჩვენი ხალხის განადგურებას, მაშინ, როდესაც ამ ურთულესი დღეებიდან მოყოლებული, ჩვენი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს ომი და ქაოსი ავაცილოთ თავიდან!
ეს საპატიო მოვალეობა ღირსეულად შევასრულეთ და არა მხოლოდ მშვიდობა შევინარჩუნეთ, არამედ უკვე მეოთხე წელია გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ქვეყანამ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. აქვე უნდა შევახსენოთ საზოგადოებას რომ ამ ყველაფერს და პირველ რიგში მშვიდობას შენარჩუნება და დაცვა სჭირდება!
ომი საშინელებაა, და ეს, ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით. თუმცა, საბედნიეროდ, ყველა ომს აქვს დასასრული და იმედს გამოვთქვამთ, მალე, ჩვენს რეგიონშიც დაისადგურებს მშვიდობა, – თქვა ღარიბაშილმა.  

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share