დღეს, ოზურგეთში, ქალაქის მთავარ მოედანზე უკრაინის სოლოდარობის აქცია გაიმართა.
აქციაზე იმყოფებოდნენ, ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მხადაჭერა გამოუცხადოს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოზურგეთის ოფისის კოორდინატორი გრიგოლ მახარაძე, რომელიც ასევე ესწრებოდა აქციას, მიიჩნევს, რომ უკრაინის ომი რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მხოლოდ უკრაინის ომი არ არის და ეს ბრძოლა საქართველოს ბრძოლაცაა:
”ცხადია, უკრაინას ვუჭერ მხარს რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ბრძოლა, ეს არის საქართველოს ბრძოლაც.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ არ დავიჭიროთ ის პოზიცია , რაც ჩვენს ევროპულ მომავალს უზრუნველყოფს” – აცხადებს მახარაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს რუსეთის ს საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკრაინაში, ერთი წელი გახდა.