”მე მხარდაჭერას ვუცხადებ მათ და ასევე მე ვაპროტესტებ რუსეთის ინტერვენციას უკრაინაში და რუსული გავლენების ზრდას ჩვენს ქვეყანაში” – ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი ოთარ რევიშვილი უკრაინაში მიმდინარე ომის ერთი წლის თავს და ოზურგეთში მიმდინარე აქციას:
”ეს არის უკრაინის მხარდამჭერი აქცია . გმირობის ერთი წელი აქვს დღეს. ეს ადამიანები იბრძვიან თავისუფლებისთვის, ეს ადამიანები იბრძვიან დემოკრატიისთვის, ეს ადამიანები ინბრძვიან მსოფლიო წესრიგისთვის.
მე მხარდაჭერას ვუცხადებ მათ და ასევე მე ვაპროტესტებ რუსეთის ინტერვენციას უკრაინაში და რუსული გავლენების ზრდას ჩვენს ქვეყანაში .
რეალურად თუ შევხედავთ, ყველა ნაბიჯი რაც იდგმება დღეს ხელისუფლების მიერ, მიმართულია ჩვენი ევროინტეგრაცის წინააღმდეგ.” – აცხადებს რევიშვილი.
დღეს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ზუსტად 1 წელი გავიდა.