ვიდგეთ უკრაინის მხარეს, ვიდგეთ ცივილური სამყაროს მხარეს, ვიდგეთ ისტორიის სწორ მხარეს და გადავრეჩებით – ირმა გორდელაძე

დღეს, ოზურგეთში, ქალაქის მთავარ მოედანზე უკრაინის სოლოდარობის აქცია გაიმართა.

აქციაზე იმყოფებოდნენ, ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მხადაჭერა გამოუცხადოს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას.

აქციაზე იმყოფებოდა აგრეტე სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე, რომელიც აცხადებს რომ უკრაინელმა ხალხმა მსოფლიოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ შეცვალა :

”გმირობის ერთი წელი გავიდა , უკრაინელმა გმირმა ხალხმა ზელენსკის მეთაურობით დაუმტკიცა მსოფლიოს , რომ რუსეთის დაქცევა და გადაშენება შესაძლებელია , შეცვალა მსოფლიოს დამოკიდებულება, მსოფლიოს ისტორია გადაწერა თავიდან. ეს ერთი წელი ვიძინებდით და ვიღვიძებდით იმის ფიქრით, თუ რა ხდებოდა ფრონტზე, იმიტომ რომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს აკეთებს უკრაინა. ამიტომ ჩვენ დღეს სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ძალიან ბევრი ადამიანი რეგიონებიდან წასული არიან თბილისის მთავარ აქციაზე და ვინც ვერ მოვახერხეთ იქ წასვლა, აქ მოვედით. ვიდგებით უკრაინის მხარეს, ვიდგებით ცივილური სამყაროს მხარეს და გადავრეჩებით.ვიდგეთ ისტორიის სწორ მხარეს. სხვანაირად არ გვაპატიებს არც წასული და არც მომავალი თაობა. ” – აცხადებს ირმა გორდელაძე.

ცნობისთვის,დღეს, 24 თებერვალს რუსეთის ს საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკრაინაში, ერთი წელი გახდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share