“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სოლიდარობა ლანჩხუთში გიორგი გახარიას მხარდამჭერებს

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა პარტია “საქართველოსთვის” გვიმბალაურის, ჩიბათი, მაჩხვარეთის, მაჟორიტარობის კანდიდატის გენო(გეგა) შარაბიძის მამა, ლანჩხუთისთვის კარგად ცნობილი პოლიციელი, რომელიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს ერთგულად იცავდა პოლიციელის მუნდირს, იმის გამო, რომ შვილმა გაბედა და მოინდომა საკრებულოს წევრობა ოპოზიციური პარტიიდან, აიძულეს დაეწერა პატაკი სამსახურეობრივი მოვალეობის შეწყვეტის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ პარტია “საქართველოსთვის” არ არის ერთიანი ოპოზიციური მაგიდის წევრი და მას ჰყავს ლანჩხუთის მერობის კანდიდატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”ადგილობრივმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა კატეგორიულად დაგმოს ზემოთ აღნიშნული ფაქტი და სოლიდარობას უცხადებს დავით შარაბიძეს. სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში ისედაც დემორალიზებულ პოლიციას, რომელიც დიდი ხანია ერთი კაცის “მოსამსახურეებად” გადააქცია ხელისუფლებამ, საბოლოოდ არჩევანის უფლებაც წაართვა. მოვუწოდებთ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას დაინტერესდეს ზემოთ აღნიშნული ფაქტით.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის ორგანიზაცია

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: