ტრაგედია ურეკის ერთ-ერთ სასტუმროში დატრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდას დენმა მაშინ დაარტყა, როცა ის მობილურის ელექტროენერგიის წყაროზე შეერთებას ცდილობდა. გარდაცვლილი ღრმაღელის მაცხოვრებელია და ურეკში მუშაობდა.
“სოფელში რომ ჩამოვალ, შენს ჭიშკართან, შენს ეზოში, რომელთანაც უამრავი ტკბილი მოგონება მაკავშირებს, როგორ გავიარო? როგორ შევეგუო იმ ფაქტს, რომ იქ არ დამხვდება კისკისა ენაკვიმატი სკოფილდა. სიცოცხლის მოყვარული, ლაღი და კეთილშობილი სკოფილდა. ვერ ვეგუებს აზრს, რომ ბოლოჯერ სამი წლის წინ გნახე და ვერც იმ აზრს, რომ აწი სიკვდილის გარდა ვერცერთი გზით ვეღარ შეგხვდები… დაადუმე მთელი სოფელი, სამეგობრო და განსაკუთრებით ოჯახი… მოგვენატრები“ _ წერს გარდაცვლილი ბიჭის მეგობარი მარიამ ბარამიძე სოციალურ ქსელში.
გურია თუდეი