ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული საფეხბურთო სექციის სპორტსმენებმა გუშინ 20 აპრილს , ბოხვაურის სტადიონზე სამტრედიასთან ითამაშეს.
მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა ოზურგეთელმა მოზარდებმა მეტოქესთან დაძაბული და საინტერესო თამაში აჩვენეს და ასპარეზობა 1 : 1 დაასრულეს.