აშშ-ში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობას, სადაც გასულ ღამეს დონალდ ტრამპი ოფიციალურად დაასახელეს საპრეზიდენტო კანდიდატად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი ესწრებოდა. ზალკალიანმა ფოტო ინსტაგრამ გვერდზე თავად გამოაქვეყნა.
როგორც დღეს, ივანიშვილის სიტყვით გამოსვლისას გაირკვა, “ოცნების” ხელისუფლებას ნოემბერში, სწორედ ტრამპის გამარჯვების იმედი და მოლოდინი აქვს.