გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩოხატაურის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატის, გოჩა ჯიქიას კომენტარი პრეზიდენტ ზელენსკიზე, სადაც “ქართული ოცნების” სახე უკრაინის პრეზიდენტს შეურაცმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა.
აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში.
ფეისბუქ-ჯგუფში “ჩვენი ჩოხატაური” ვრცელდება მოთხოვნა, რომ გოჩა ფიფიამ დაუყოვნებლივ დატოვოს ჩოხატაურის საკრებულო, საკრებულოს თავმჯომარემ, ირაკლი კუჭავამ კი საჯაროდ დაგმოს გოჩა ფიფიას გუშინდელი განცხადება:
“ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი კუჭავამ საჯაროდ დაგმოს გოჩა ჯიქიას განცხადება!
წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი მისი სიტყვა, რომ ემიჯნება გოჩა ჯიქიას განცხადებას, იქნება ფარსი!
დატოვოს ჩოხატაურის საკრებულო გოჩა ჯიქიამ !” – წერია მიმართვაში.