შოიგუს გაუჩინარებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეხმაურებიან. მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, არა მხოლოდ შოიგუ, არამედ რუსეთის ფედერაციის სხვა საკვანძო ფიგურებიც გაქრნენ საჯარო სივრციდან.
„ასევე არ არსებობს სხვა მძიმეწონიანების, მათ შორის სპეცსამსახურების თავმჯდომარეების პატრუშევის, ბორტნიკოვის, ნარიშკინის სისტემური და მნიშვნელოვანი პროტოკოლური განცხადებები. ასევე გაქრა სავალდებულო ოქმებიდან. ჩვეულებრივზე უფრო, ეკონომისტები [ეკონომიკური გუნდი] სდუმან – პრემიერმინისტრი მიშუსტინი, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ნაბიულინა, მინისტრი რეშეტნიკოვი. ერთი სიტყვით, საჯარო პროტოკოლის სივრციდანაც კი ყველა მთლიანად გაქრა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მან აღნიშნა, რომ პუტინის მხოლოდ ორი ერთგული მსახური დარჩა – საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სპიკერი დიმიტრი პესკოვი.
უკვე 12 დღეა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ არსად ჩანს