რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის საკრებულოს დეპუტატი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში, ქალაქ ალიოშკიდან, საკრებულოს დეპუტატი და რეგიონული მუსიკისა და დრამის თეატრის დირექტორი გაიტაცეს.

ინფორმაციას რადა Telegram არხზე ავრცელებს და წერს, რომ ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მათივე განცხადებით, გუშინ ჩხრეკა ჩატარდა თავად თეატრში, რომელიც ყოველთვის ხერსონის კულტურულ-იდეოლოგიურ კერას წარმოადგენდა.

 “მოვითხოვთ ოლექსანდრ კნიგას, ყველა უკანონოდ დაკავებული აქტივისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მოვუწოდებთ მთელ მსოფლიო საზოგადოებას, ყურადღება მიაქციოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ტერორს და უკრაინელების წინააღმდეგ ფაშისტური მეთოდების გამოყენებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share