ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ვაქცინის შემოტანის საკითხს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:“არ ვიცი საერთოდ რამდენად შესაძლებელია კერძო კომპანიების მიერ ვაქცინის შემოტანა ამ ეტაპზე, მაგრამ ატეხილ ისტერიაზე მინდა ვთქვა: ნუ ვნერვიულობთ, კომერციულად თუ არაკომერციულად აცრილი ყოველი +1 ადამიანი ეპიდემიის ჯაჭვის მეტად წყვეტას და კოვიდის გავრცელების ნაკლებ ალბათობას ნიშნავს აუცრელებისთვისაც. არ აქვს მნიშვნელობა, კომერციულად აიცრებიან თუ ტიკარაძის შემოტანილი ვაქცინით. ისეთ ზიარჭურჭელში მოგვაქცია ამ პანდემიამ მთელი მსოფლიო, რომ ისრაელში და ამერიკაში გაკეთებული ვაქცინებიც ისე მიხარია, თითქოს ჩემი უახლოესი ნათესავები აცრეს. მთავარია ვაქცინა იყოს. მაგრამ ფაქტია რომ ეს ხელისუფლება ვერ შოულობს და არც ვიცით საერთოდ იშოვნის თუ არა, ან როდის. ჯობს ეს მოვთხოვოთ ყოველ დილა–შუადღე–საღამოს, ვიდრე არარეალურ ამბებზე დავხოცოთ ერთმანეთი”.- წერს ჯანგირაშვილი.