ბიძინა ივანიშვილს 2 კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა – ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ადასტურებს.
მათივე ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარეს კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.
პრესსამსახურში ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო დაგვიანდა ქართველი ოლიპიელების მიმართ მისალოცი წერილის გამოქვეყნება.
„ამჟამად, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.