ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში კიდევ 23 ბავშვი დაბრუნდა – Save Ukraine

ორგანიზაცია Save Ukraine იუწყება, რომ ხერსონის, ზაპოროჟიეს და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში კიდევ 23 ბავშვი დაბრუნდა.

დაბრუნებული ბავშვებს შორის სამი ობოლია. რვა მათგანი, ხერსონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე პროკუდინის თქმით, ოკუპირებული ხერსონის რეგიონიდან დაბრუნდა.

ორგანიზაცია Save Ukraine აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან გუნდმა, რუსეთიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან 446 ბავშვის დაბრუნება მოახერხა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share