”ის ფაქტი, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში ატარებს „დემოკრატიის ფესტივალს”, აჩვენებს, სად არის დღეს ჩვენი ქვეყანა. საქართველოში დემოკრატია დააბრუნა „ქართულმა ოცნებამ” და ფესტივალებს აწყობს რადიკალური ოპოზიცია” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სადაც საჭიროა და სადაც ხალხია რადიკალური ოპოზიცია იმ ფესტივალებს ვერ ესწრება.
„ეს ღონისძიება თავის თავად კითხვის ნიშნებს წარმოშობს, რადგან წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად დაწყებულია. ამ ფონზე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის ფულით, გრანტით ხდება ოპოზიციის კამპანიური ხასიათის ღონისძიების დაფინანსება, ეს წარმოშობს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ეს არის პირდაპირ საარჩევნო კამპანიისთვის შეწირული ფული. მაგრამ კანონი კრძალავს საზღვარგარეთიდან მიღებული ფულის მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალს მართავს, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს ეთმობა. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, ოპოზიციის პიარით დაკავდნენ.