რა შუაშია გამჭვირვალობა და ლუგარის ლაბორატორია? – ქადაგიშვილი

”თუ ლუგარის ლაბორატორიაში რომელიმე კვლევითი პროექტი შეჩერდება, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ვერავინ ვერ მეტყვის ვერანაირ ლოგიკურ ბმას იმასთან დაკავშირებით – რა შუაშია გამჭვირვალობა და ლუგარის ლაბორატორია…

მაგალითად, რუსეთი მუდმივად მოითხოვდა ლუგარის ლაბორატორიის დახურვას და არ ვიცი, ეს ამერიკის შეერთებული შტატები ამ რუსეთის ნარატივებს რატომ მისდევს კვალდაკვალ.”

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

ფორმულას ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-მ ფინანსური დახმარება შეუჩერა.

ლუგარის ლაბორატორიის ფინანსური სამსახურის დეპარტამენტის უფროსის, ოთარ ნამიჭეიშვილის თქმით, ლაბორატორიაში “რაღაც რიგი პროექტები დაპაუზდა დროებით”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share