საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს აცხადებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს:
”მე მზად ვარ და ვიწვევ დებატში. დებატში მოვიდეს, რადგან თვლის თავის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი, სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ და მაშინ დებატში გავარჩიოთ რაღაცები და ვკითხავ, არა ჩემი მხრიდან, არამედ ფაქტებიდან. საზოგადოებისთვის ვალდებულია, რომ ახსნას პოზიცია. რატომ ორჯერ გაუშვა პრემიერი, რომელიც კორუმპირებული იყო და მერე დააბრუნა, შემდეგ ახალ თანამდებობაზე სვამს. მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ ადამიანს, როგორც პრემიერს. რას ერჩის ამ ქვეყანას, ხომ უნდა გვითხრას მაინც. ამიტომ მე მგონი, ერთი კარგი დებატი გველოდება”, – ამბობს პრეზიდენტი.