“საქართველოს მთავრობის პოზიციამ იმედი გაგვიცრუა და ეს ძალიან სევდიანია… კარგი იქნებოდა, აიძულოთ თქვენს მთავრობას, შეცვალოს მიდგომა რუსეთთან ურთიერთობაში” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საუბრობს.
რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ომიცაა. თუკი პუტინი შეძლებს უკრაინის გატეხვას, ის ამაზე არ გაჩერდება. ის წავა წინ და დაიპყრობს საქართველოს, მოლდოვას… ეს იქნება პირველი ქვეყნები იმიტომ რომ ეს ქვეყნები ლიეტუვისგან, ლატვიისა და ესტონეთისგან განსხვავებით, არ არის დაცული NATO-ს წესდების მე-5 მუხლით, ამიტომ ის თქვენ თავის შემდეგ მიზნად აღგიქვამთ. თან მოლდოვასა და საქართველოს ნაწილი რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებულია. საქართველოს 20% ოკუპირებულია და რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის პოზიციამ იმედი გაგვიცრუა, რომ არ არის სანქციები და პირიქით, გაფართოვდა ვაჭრობა რუსეთთან, ეს ძალიან სევდიანია. რა შეუძლიათ ქართველებს გააკეთონ – ყველაზე კარგი იქნებოდა, რომ თქვენ შეძლოთ აიძულოთ თქვენი მთავრობა, შეცვალოს თავისი მიდგომა რუსეთთან ურთიერთობასა და სანქციებთან დაკავშირებით, – ამბობს გონჩარენკო.
ის უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციებსაც გამოეხმაურა. ამბობს, რომ “საქართველოს მთავრობის ადგილას, ცინიკურ განცხადებებს არ გააკეთებდა სააკაშვილსა და კონტრაბანდაზე და მიზანმიმართულ გამოძიებას ჩაატარებდა”.
ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთს საქართველოს გამოყენება უნდა. ამას ყურადღება უნდა მიექცეს. საქართველოს მთავრობის ადგილას, მე კი არ დავიწყებდი ცინიკურიი და უცნაური განცხადებების კეთებას სააკაშვილსა და კონტრაბანდაზე, ჩვაატარებდი ძალიან მიზანმიმართულ გამოძიებას, რომ ეს თავიდან აგვეცილებინა. ეს თუ მოხდება, ჯვარს დაუსვამს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს, – ამბობს ის.