“ოლიმპიადაზე შევრცხვით ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში! ასეთი საშინელი შედეგი არც ერთ ოლიმპიადაზე არ გვქონია!”

 

სამწუხაროდ, ოლიმპიადაზე შევრცხვით ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში! ასეთი საშინელი შედეგი არც ერთ ოლიმპიადაზე არ გვქონია! მხოლოდ სამი ლიცენზია, ამ სამმა ლიცენზინტმა ოლიმპიადაზე ჯამში ერთი ბრძოლა მოიგო.
სრული არაპროფესიონალიზმის და უპასუხუსმგებლობის სუნი ტრიალებს ფედერაციაში. რა დამსახურებით აირჩიეს ფედერაციის პრეზიდენტი? რა დამსახურებისთვის დაინიშნა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელად სამწვრთნელო კუთხით აბსოლუტურად გამოუცდელი ფედერაციის პრეზიდენტის ძმა? წლიდან წლამდე ბერძნულ-რომაულში შედეგები არ ვარგოდა, რატომ არავინ იღებდა ხმას? ფედერაცია რატომ არ აკეთებდა შესაბამის დასკვნებს? ფაქტია, რომ ამ სახეობაში აშკარა ჩავრდნა გვაქვს და პასუხისმგებელიც არავინ ჩანს.
P.S. აბა ჰე ახლა წამოყავით თავი გამპრავებელმა მონებმა, “იი ამ ბიჭებს შენზე მეტად არ უნდოდათ მოგება?”
წერს ფეისბუკ მომხმარებელი, ირაკლი მელაშვილი, საკუთარ ფეისბუკ გევრდზე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share