ოზურგეთის სარაგბო კლუბმა, დღეს. დიდ ფინალში, თბილისის “არმია” დაამარცხა და “დიდი ათის” საგზური მოიპოვა.
გადამწყვეტი მატჩი ეს ესაა “ავჭალაზე” (თბილისი) დასრულდა და ოზურგეთელებმა მეტოქე 20-13 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ გურულებმა პირველი ლიგის სეზონში ყველა მატჩი მოიგეს და მათ შორის მათი მთავარი კონკურენტი “არმია” სეზონში მეოთხედ დაამარცხეს-ორჯერ რეგულარულში, მცირე ფინალში და დიდ ფინალშიც.