სამტრედიისა და ხონის მღვდელმთავარი, მეუფე საბა აცხადებს, რომ ევოპამ საქართველო ისეთი უნდა მიიღოს, როგორიც არის.
“…გინდათ? ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ? კარგად იყავით.
თუ თქვენ გაქვთ, თქვენი წესები და ტრადიციები, რაშიც ეჭვი მეპარება, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს. არავინ არ უნდა უთხრას ქართველებს, არავინ არ უნდა დაემუქროს ჩვენ ქვეყანას, რომ ისეთი წესებით მიგიღებთ, როგორიც ჩვენ გვინდა. აბა შეეცადეთ საქართველოში წესების და ტრადიციების განადგურებას. და ვინც შეეცადა, დღეს ისტორიაშიც კი არ იხსენება. ამიტომ, ცოტა ფრთხილად იყავით, როდესაც ამ ქვეყანას ისე ექცევით და ესაუბრებით როგორც თქვენ გინდათ და არა ისე, როგორც ის იმსახურებს. არც მე მეშინია, არც ჩვენ მრევლს ეშინია და არც ეკლესიას არ ეშინია. ეს არის სრული ჭეშმარიტება და ამას დავიცავთ”, – ამბობს მეუფე საბა.