ირაკლი ალასანია პოლიტიკაში დაბრუნებას ჯერ არ გეგმავს. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გავრცელებული კულუარული ამბები უარყო. ალასანიამ ეს განცხადება დღეს ზუგდიდში გააკეთა, სადაც საკუთარი მამის ბიუსტის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდაა. მამიაა ალასანია საქართველოს ეროვნული გმირი იყო.
“ბედნიერი დღეა არა ამრტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, იმიტომ რომ ეროვნული გმირების სახელების უკვდავყოფა ჩვენი საზრუნავია. მამია ალასანიას დაღვრილი სისხლი მინდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის უსისხლოდ გამთლიანება… პოლიტიკაში დაბრუნებას ჯერ არ ვფიქრობ “. – ამბობს ალასანია.