ოზურგეთის მერიამ იური ჩხაიძის ტურნირი გააუქმა

ცნობილი ოზურგეთელი ფეხბურთელის, აწ გარდაცვლილი იური ჩხაიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ისე გააუქმა, რომ ის არცერთხელ არ ჩაუტარებია.

მომხდარი ფაქტი დიდ უკმაყოფილებას იწვევს ადგილობრივი ფეხბურთის ვეტერანებსა და გულშემატკივრებში.

იური ჩხაიძის სახელობის ტურნირის ჩატარების მოთხოვნთ, ოზურგეთის მერს, ადგილობრივმა გულშემატკივრებმა და ფეხბურთის ვეტერანებმა 2022 წლის 5 დეკემბერს მიმართეს.

ერთობლივ განცხადებას  ხელს 86 ვეტერანი და გულშემატკივარი აწერდა.

როგორც ვეტერანები “გურიის მოამბესთან” საუბარში აცხადებენ, მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ვეტერანებს დადებითი პასუხი გასცა, რაც აისახა კიდეც ოზურგეთის 2023 წლის ბიუჯეტში, სადაც მერიამ იური ჩხაიძის სახელობის ტურნირის ჩასატარებლად 4 (ოთხი) ათასი ლარი გამოყო.

თუმცა, ვეტერანების თქმით, 2023 წელი ისე მიილია, ტურნირი არ ჩატარებულა, 2024 ქელს კი თალაკვაძემ ტურნირი ბიუჯეტიდან ამოიღო.

სად წავიდა, 2023 წელს გამოყოფილი 4 ათასი ლარი უცნობია. ისევე როგორც მიზეზები-თუ რა იდგა თალაკვაძის ამ გადაწყვეტილების უკან.

“გურიის მოამბეს” ოზურგეთის მერიაში განუცხადეს, რომ თანხა ტურნირის ჩასატარებლად ოზურგეთის “მერცხალის” ადმინისტრაციას დაერიცხა.

“მერცხალის” ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ჯონი კალანდაძემ ეს ინფორმაცია, ჩვენთან საუბარში კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ შესაძლოა ეს თანცა სპორტის განვითარების ცენტრს დაერიცხა.

იგივე კითხვით, რედაქციამ, ბალავინოვი უწყებასაც მიმართა, სადაც გვითხრეს რომ არანაირი ტანხის ჩამორიცხვა არ მომხდარა და ტურნირზე საუბარიც კი არ ყოფილა.

თავად ბალავინოვის მოხელთება ჩვენ ვერ შევძელით, როგორც გვითრეს, მას, თავისივე სოფელში, გურიანთაში, რამდენიმე ტენდერი აქვს მოგებული და ხიდების მშენებლობითააა დაკავებული.

იური ჩხაიძე, ოზურგეთის საფეხბურთო ისტორიაში, ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი იყო.

მან, საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 7 სეზონი გაატარა, ქუთაისის “ტორპედოს” შემადგენლობაში – 1965 – 72 წლები.

იყო “მერცხალის” მთავარი მწვრთნელი, წლების განმავლობაში, მოგვიანებით დაარსა ოზურგეთის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა.

2022 წელს, ოზურგეთში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

10 ივნისს მას 78 წელი შეუსრულდებოდა.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share