ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის მერია “ჭადრების” ბაღში ლედ ეკრანს მოაწყობს

ოზურგეთის მერია გერმანიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებას ქალაქის ცენტრში-“ჭადრების ბაღში” – სპეციალურად მოწყობილ ლედ ეკრანზე გეგმავს.

მერიამ ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 52 ათასი ლარი გამოყო და ტენდერიც გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა უცნობია და მასთან ამ წუთისათვის ხელშეკრულებაც არ გაფორმებულა, უცნობმა კომპანიამ ადგილზე 48 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ლედ ეკრანი უკვე დაამნონტაჟა.

ამ ლოკაციაზე ფეხბურთის გულშემატკივრებს ყველა იმ მატჩის ყურება შეეძლებათ, რომლისაც საზმაუ საკუთარ არხზე გაშვებას გეგმავს, მათ შორის თავისთავად საქართველოს ნაკრებისაც-რომელიც მსგავს ღონისძიებაში ისტორიულად პირველად მონაწილეობს.

ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ქალაქებში ერთ თვეს გასტანს და მთელი ამ ხნის განმავლობაში “ჭადრების ბაღში” დიდ ეკრანზე მატჩების ყურება იქნება შესაძლებელი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share