პუტინის ულიმატუმი უკრაინის პრეზიდენტმა ჰიტლერის პოლიტიკას შეადარა. ამის შესახებ ვოლდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. ომში მყოფი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსი დიქტატორი, რომელსაც ტერიტორიული პრეტენზიები აქვს, ამით არ დაკმაყოფილდება და მადა გაეხსნება.
ეს ულტიმატუმია და არაფრით განსხვავდებიან წინა ულტიმატუმებისგან. ეს ნაციზმის მეორე აღორძინებაა. ეს არის ახალი ტალღა, რადგან ეს ნაციზმი რუსულია.
ეს არის იგივე მესიჯები, რაც ჰიტლერს ჰქონდა… ას წელზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც მან თქვა: „მომეცი ჩეხოსლოვაკიის ნაწილი – და ეს ყველაფერი დამთავრდება“. ეს ისტორიულად ტყუილია. ამის შემდეგ მან პოლონეთის ნაწილი მოითხოვა, ამის შემდეგ მოხდა მთელი ევროპის ოკუპაცია, – აღნიშნა ზელენსკიმ.