აჭის ეკლესიის აღწერა ალექსანდრე ეისნერის მიერ
.
„აჭის ტაძარი მდებარეობს ლიხაურიდან ორი ვერსის დაშორებით, იგი დგას აჭის-წყლის მარცხენა ნაპირზე, ჭახათის ქედსა და სოფელ აჭს შორის. ტაძარი ძალიან მცირე ზომისაა, ნაგებია მწვანე პორფირით და აქვს ოთხკუთხედი ფორმა. სამხრეთ კედელთან ჩანს გაუჩინარებული ნაგებობის კვალი.
.
აღმოსავლეთის კედელზე გარედან აქა-იქ მოსჩანს დამტვრეული ბარელიეფები, დასავლეთით მოწყობილია 4 საფეხურიანი პორფირის კიბე; დასავლეთ კედელში არის პატარა შესასვლელი კარი, რომელიც მდებარეობს კანკელთან ძალიან ახლოს. ეკლსიის ინტერიერი ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა მოწესრიგებულია;
.
კანკელი გაკეთებულია 1896 წელს, იმავე ოსტატის მიერ, რომლის მიერაც შესრულბულია ლიხარის ეკლესიიც კანკელი, იგივე ხატებითა და ზომით. ფრესკები დაზიანებულია, ნაწილობრივ შეღებილ/შებათქაშებული და ზოგადად ფერდაკარგულია. ფრესკებზე გამოსახულია სცენები წმინდა წერილიდან, მათზე წარწერები ბერძნულია. უკეთშემონახულია წმინდა გიორგის ცხოვრებასთან დაკავშირებული ფრესკები, რომლის მიმართ პატივისცემა აშკარად საგრძნობია. ფრესკები მდებარეობს კარების ორივე მხარეს შეკთებულია ცემენტით და დაზიანებულია ქვის წყობამდე. ეს ფრესკები ჩემს მიერაა გადაწერილი.
.
ტახტზე დევს წმინდა გიორგის უხეში შესრულების ვერცხლის ჭედური ხატი, რომლიც ძალიან დაზიანებულია. ამბიონთან დევს ქვა, რომელზეც უხეშად დატანილი „ხუცური“ წარწერა, რომელიც ვერ გადამითარგმნეს. ბაქრაძე მოხსენიებული აქვს საკურთხევლის ქვის სადგამი, და მიუთითებს ოდესღაც აქ არსებულ ქვის კანკელზე, რომელიც მე აქ ვეღარ ვნახე.
.
ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით დგას ძალიან პატარა სამრეკლო. ტაძარი გადახურულია ხის ყავარით, ირგვლივ მის ირგვლივ არსებული სივრცე წარმოაგდენს სასაფლაოს. უცნობია ვის მიეწერება მისი მშენებლობა.“
.
Зодчiй (№ 49; 06.12.1909) А. П. Эйсснер – Забытыя сокровища Закавказья
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა