შეწირულების წიგნი ვახტანგ გურიელისა შემოქმედის საყდრისადმი (1572 წ. ახლო)

„მას ჟამსა შინა, ოდეს პატიოსანი და დიდი სა(ა)თაბაგო საქრისტიანო უსჯულოთაგან და უღმრთოთა აგარიანთა მიერ განირყუნა, იწყო მოკლებად სჯულმა ჩუენმან და აღორძინებად სჯულმა მახმედისამან, მაშინ მას ჟამსა საათაბაგოს ურწმუნოთა და ბილწთა თათართაგან განირყუნა ზარზმის საყდარი მონასტერი მოიშალა და მოოხრდა და აიშალა; და ზარზმის ხატი შენი ძლიერი მთაბორსა განბრწყინვებული აქ გურიას ჩამოასვენეს ვითარცა ექსორიაქმნილი; და ვითარცა ქრისტე დღეთა ჰეროდესთა, ვითარცა ეტყოდა ანგელოზი იოსებს „აღდეგ ღა ივლტოდე ეგიპტედ”.“
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share