პირველად იხსენიება მე-17 საუკუნეში, ცნობის მიხედვით იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის მფლობელობაშია. იმავე მე-17 საუკუნეში ბაილეთი გურიელების ერთ-ერთი რეზიდენციაა. მცირეწლოვან მამია V გურიელის დროს დიდგვაროვნებმა გურიის სხვა ციხეებთან ერთად, ბაილეთიც დაისაკუთრეს. 1792 წელს ქაიხოსრო გურიელმა ბაილეთის ციხე გამოიხსნა. (ქველი ჩხატარაიშვილი).
.
ბაილეთში შემორჩენილია მე-14 საუკუნის ციხის ნანგრევები – „ამ სახლების გვერდით იქვე აღიმართებოდა მცირე მთა, რომლიც წვეტზედაც სდგას პატარა გალავნიანი კოშკი, წოდებული ბაილეთის ციხეთ, და რამდენიმე სახლები.“ (მამია გურიელი „დროება“ 1871).
.
ბაილეთის გუმბათიანი მთავარანგელოზთა ეკლესია, რომლიც სამწახნაგოვანი აფსიდით ნაგები იყო აგურითა და ფლეთილი ქვით. მე-14 საუკუნეში ეკლესიისათვის თლილი ქვის გუმბათი დაუდგამთ. ნაგებობის დასავლეთ და სამხრეთ კედლებზე მოხატულ ისტორიულ პირთა ქვეშ წარწერებია: „ლეონ ბატონიშვილის ძე გიორგი ჩყვზ (1827) წელსა და თანამეცხედრე მისი ანჩაბაძის ასული ელისაბედი (დ. ბაქრაძე). ეკლესიის აშენების თარიღად 1609 წელი ითვლება (ე. თაყაიშვილი).
.
„რამეთუ მოგვცენ მცველად და წინამძღვრად ცხოვრებისა ჩუენისა ძველსაცა და ახალსაცა ამას სჯულსა შინა უსხეულოთა ძალნი ყოვლად წმიდანი ანგელოსნი და მთაუარანგელოსნი, რომელთა შორის მხედართმთავარნი უბრწყინვალესნი ესე ზეცისა მხედრობათანი მიხაილ და გაბრიელ სამარადისოდ მცველად და მფარველად და სასოდ გექონან ყოველთა მართლშორწმუნეთა, რომელთა სახელსა ზედა შენ არს ტაძარი ესე მათი ბაილეთისა ძველთა ჩუენთა მამა-პაპათაგან აღშენებული და განსრულებული ყოვლითა შემკულობითა სახმართათა გარეთ და შინათ ვითარცა შეენის ეკლესიასა საწინამძღვროსა“ (შეწირულების განახლების წიგნი გიორგი გურიელისა ბაილეთის ეკლესიისადმი – 1780 წ)
.
დიმიტრი ბაქრაძის მიერ აღწერილი იქნა ეკლესიაში არსებული საეკლესიო ნივთები – წმინდა თევდორეს ვერცხლის ხატზე მოხსენიებულნი არიან „გურიელი და დედოფალი ელენე“ (მე-15 საუკუნე); ვერცხლის ჯამზე ხუცური წარწერაა: „ამისი დეკანოზისა დავით ქარჩილაძესა და ძესა მისსა გაბრილს“ (მე-15 საუკუნე)
.
ბაილეთი ციხესიმაგრით აღნიშნულია, როგორც მნიშნელოვანი პუნქტი აღნიშნულია ფრანგი ასტრონომის, გეოგრაფის და კარტოგრაფის ჟოზეფ ნიკოლა დელილის 1766 წლის რუკაზე (M. Joseph Nicolas Del’Isle. Carte générale de la Georgie et de l’Arménie. 1766)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა